ლიტერატურული კლუბით სარგებლობა შეუძლიათ პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლეს, თუმცა კონკრეტულ კლუბში მხოლოდ მომიჯნავე კლასების მოსწავლეები ივლიან (მაგალითად პირველი და მეორე კლასი, მესამე და მეოთხე კლასი და ა.შ). ამასთან არსებობს კლუბები, სადაც მხოლოდ კონკრეტული ერთი კლასის მოსწავლეები არიან.
კლუბი მოსწავლეებს დაეხმარება წაკითხულის გააზრებისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაში; ასევე ხელს შეუწყობს კლუბის წევრების სადისკუსიო-საკომუნიკაციო უნარების ამაღლებას.
კლუბის წევრები გაერკვევიან თუ რა პროცესები მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მსოფლიო ლიტერატურაში, რა ფასეულობებია დამკვიდრებული, რათა შეადარონ ეროვნულ ლიტერატურულ პროცესებს, ფასეულობებს და შეძლებისდაგვარად მოახერხონ ამ ფასეულობათა ანალიტიკური კომენტარება. ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეებს განივითარონ ისეთი მნიშვნელოვანი სააზროვნო უნარები როგორიცაა: წაკითხულის
გააზრება, კრიტიკული აზროვნები, შემოქმედებითი აზროვნება, მეტაკოგნიტური აზროვნების უნარი და სხვა.