კლუბში პატარა გამომგონებლები შეისწავლიან შექმნიან საინტერესო ჯგუფურ და ინდივიდუალურ პროექტებს სკოლის თანამედროვე ლაბორატორიაში.კლუბში მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას საბუნებისმეტყველო მიმართულებით და მოახდენენ ამ ცოდნის ადაპტირებას ყოფა-ცხოვრებაში.
მასწავლებლის ინსტრუქციის გამოყენებით მოსწავლეები დამოუკიდებლად ჩაატარებენ მარტივ ექსპერიმენტებს სკოლის ლაბორატორიაში. მარტივი ექსპერიმენტების გამოყენება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, მათი ცოდნის გააქტიურებასა და საკუთარი ხელებით ცოდნის კონსტრუირებას. ექსპერიმენტები ეფუძვნება ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის დარგის საფუძვლებს.
კლუბის საათზე მოსწავლეებმა უნდა იქონიონ ფაილებიანი საქაღალდე ან ბაინდერი, კალამი, ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები, უბრალო ფანქარი და საშლელი.