ლიტერატურული კლუბი
კლუბის ხელმძღვანელი: სოფიო კაპანაძე 2018-2019 სასწავლო წელი
შპს კერძო სკოლა ინტელექტის საბაზო და საშუალო დონის მოსწავლეების
ლიტერატურული კლუბი ,,მწვერვალი“ წესდება
1.ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ლიტერატურული კლუბის სტატუსი
1 . შპს კერძო სკოლა ინტელექტის ლიტერატურული კლუბი ,,მწვერვალი“
არის სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, საერთო ინტერესებისა და მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანება.
მკითხველთა კლუბის წევრი შეიძლება გახდეს V-XII კლასის მოსწავლე, ის უნდა გაეცნოს წესდებასა და სამოქმედო გეგმას, მონაწილეობა მიიღოს მის საქმიანობაში.
- კლუბი მუშაობას წარმართავს ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით.
- კლუბი იქმნება სკოლის სახელმწიფო ქონებისსაფუძველზე და მის კონტროლს ახორციელებს დირექცია და სამეურვეო საბჭო, განათლების სამინისტროს საქარ-თველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- კლუბს აქვს წესდება, ლოგო, სლოგანი, ვებ–გვერდი ან გვერდი სოციალურ ქსელში.
კლუბის წევრთა უფლება–მოვალეობანი
კლუბის წევრ მოსწავლეთა უფლებები განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით. მათ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლე-ბების დასაცავად უფლება აქვთ გაასაჩივრონ სკოლის ან მასწავლებლის არასწორი ქმედებები.
სკოლა ვალდებულია მომჩივანს მისცეს საჩივრის განხილვის საშუალება.
კლუბის წევრს ევალება: იყოს კორექტული, ორგანიზებული, პატივი სცეს სხვის აზრს. შეასრულოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები.
კლუბის სტრუქტურა
კლუბის სტრუქტურა: ლიდერი მოსწავლე, კურატორი მასწავლებელი, დამხმარე მშობელთა ჯგუფი.
ლიდერი მოსწავლე ——–სახელი, გვარი
არჩეულია მოსწავლეთა უმრავლესობით, ერთი წლის ვადით. ხელმძღვანელობს, ორგანიზებას უწევს კლუბის საქმიანობას, ეხმარება კურატორ მასწავლებელს, ანგარიშვალდებულია კლუბის წევრთა წინაშე.
კლუბის კურატორი მასწავლებელი სოფიო კაპანაძე
არის სკოლის პედაგოგი, მისი კურატორობა არჩევითი აქტივობაა, ლიდერ მოსწავლესთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს კლუბს, ერთვება მის საქმიანობაში სხვადასხვა ეტაპზე.
დამხმარე მშობელთა ჯგუფი
ერთი წლის განმავლობაში, საჭიროებისამებრ, ეხმარება ლიდერ მოსწავლესა და კურატორ მასწავლებელს საკლუბო მუშაობის წარმმართვაში.
დამხმარე მშობელთა ჯგუფის წარმომადგენელთა შვილები კლუბის აქტიური წევრები არიან.
ლიდერი მოსწავლის ფუნქციები:
ა) აკონტროლებს კლუბის საქმიანობას;
ბ) კურატორ მასწავლებელთან ერთად ატარებს სამუშაო შეხვედრებს, კლუბის წევრებთან;
გ) ორგანიზებას უწევს საკლუბო მუშაობის საქმიანობის ამსახველი ფოტო–ვიდეო და ბეჭდური მასალების სოციალურ ქსელში განთავსებას, კურატორ მასწავლებელთან ერთად;
დ) სათანადო ინფორმაციებს აწვდის კლუბის წევრებს.
კლუბის კურატორი მასწავლებლის ფუნქციები:
- წლის განმავლობაში წარმართავს საკლუბო მუშაობას;
- საკლუბო მუშაობის დაწყებამდე:
- სკოლის ვებ–გვერდზე/სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/პირად ბლოგზე განათავსებს შემდეგ ინფორმაციას:
- კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
- კლუბის წესდება;
- კლუბის სამუშაო გეგმა;
- განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის.
საკლუბო მუშაობის პერიოდში:
სკოლის ვებ–გვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე ან პერსონალურ გვერდზე ეტაპობრივად ატვირთავს საკლუბო აქტივობების ამსახველ ფოტო ან ვიდეო მასალას.
საკლუბო მუშაობის დასრულებისას:
წარმოადგენს რეფლექსიას საკლუბო მუშაობაზე:
ა) მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა;
ბ) რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად;
რომელი ვერ განხორციელდა და რატომ;
გ) რომელ კომპონენტში იყო საკლუბო მუშაობა ყველაზე წარმატებული და რატომ;
დ) რა სარგებელი მიიღეს კლუბში გაწევრიანებულმა მოსწავლეებმა;
ე) რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ;
ვ) მოხდა თუ არა მუშაობის პროცესში აქტივობების დამატება და ან მოდიფიცირება და რატომ;
ზ) რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი საქმიანობის განხორციელებისას.
მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები , საქმიანობა
ლიტერატურული კლუბის მიზნები და ამოცანები:
- ლიტერატურის პოპულარიზაცია;
- მოსწავლეებში წიგნიერებისადმი ინტერესის გაზრდა და ლიტერატურული გემოვნების დახვეწა;
- მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება;
- აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება;
- სალონური ტიპის საღამოების ჩატარება;
- მწერლებთან შეხვედრა, დისკუსია;
- კონკურსების ორგანიზება;
- ინტელექტუალური, კულტურული ღონისძიებების ორგანიზება;
- საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;
კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მუხლი. 3 კლუბში სასკოლო მონაწილეობა ხელს უწყობს:
კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას;
მზარდებში სოციალური და ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას;
პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას;
კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
თვითშეფასების ამაღლებასა და თავდაჯერებულობას;
პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვას;
დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას.
მუხლი 3. ლიტერატურული კლუბში განხრციელდება
- მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა წერილობითი ტექსტის წაკითხვა , მათში მოცემული ინფორმაციის გაგება- გააზრება;
- წაკითხული ლიტერატურის განხილვების ორგანიზება;
- ლიტ. სწავლისა და მასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება;
მუხლი 4. ლიტერატურული კლუბის წევრობა
- ლიტ. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე, რომელიც გამოთქვამს გაწევრიანების სურვილს;
- წევრობა არის ნებაყობლობითი და კლუბის წევრი შეიძლება იყოს სხვა კლუბის წევრიც, ასევე სხვა სკოლის მოსწავლეც;
- ლიტერატურული კლუბის წევრს უფლება აქვს:
- ა) მონაწილეობდეს კლუბის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში და ღონისძიებებში;
- ბ) ისარგებლოს კლუბის ყველა რესურსით;
კლუბის სამუშაო გრაფიკი
ა) კლუბი იკრიბება ორ კვირაში ერთხელ, ასევე საჭიროებისამებრ.
გ) კლუბი მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.
კერძო სკოლა „ინტელექტში“ 2018-2019 სასწავლო წელს ფუნქციონირებას იწყებს ლიტერატურული კლუბი „მწვერვალი“. კლუბი იმუშავებს ორ კვირაში ერთხელ, ასევე საჭიროებისამებრ, საგაკვეთილო პროცესის შემდეგ. დაეთმობა ერთი საათი. კლუბში ბავშვები სიამოვნებით მოისმენენ და წაიკითახვენ სხვადსხვა სახის ლიერატურას, გაარჩევენ ნაწარმოებებს, შეხვდებიან წიგნის ავტორებს, მოინახულებენ მუზეუმებს, განუვითარდებათ დისკუსიისა და გააზრებული კითხვის უნარები, გაუფართოვდებათ თვალსაწიერი.
კლუბის სამოქმედო გეგმა
- პროექტები: მხატვრული ნაწარმოებების წაკითხვა, გარჩევა-ანალიზი;
- შემოქმეებითი საღამო ( ესე, ლექსი, ჩანახატი…) საქველმოქმედო ღონისძიება; კონკურსები; დისკუსია;
- პროექტი ქალაქის ფარგლებში: ექსკურსია მთაწმინდის პანთეოში;
- ვიზიტები „კათარზისსა და ბავშვთა სახლებში“;
- ვიზიტები მუზეუმებში: ლიტერატურის მუზეუმი;
- ეროვნული მუზეუმი; ხელნაწერთა ინსტიტუტი.
- შეხვედრა მწერლებთან და პოეტებთან.