აღნიშნული კლუბის მიზანია მოსწავლეების სტრატეგიული აზროვნების ხელშეწყობა, მათში დაკვირვებისა და მოთმინების უნარების განვითარება. საგანი გულისხმობს ჭადრაკის შესწავლას, საჭადრაკო წესებსა და საჭადრაკო პარტიის ჩატარებას. მოსწავლეები შეისწავლიან საჭადრაკო ფიგურების თავისებურებებს, ნებადართულ სვლებს, სხვადასხვა სათამაშო სტრატეგიებს.
აღნიშნული კომპონენტების დახვეწისთვის კლუბის მიმდინარეობისას გამოიყენება სხვადასხვა მცირე თამაშები და შეჯიბრობითი ვარჯიშები, სადაც რამდენიმე ელემენტზე ერთად ხდება მუშაობა.
კლუბში მონაწილეობის შედეგად მოსწავლეს ეცოდინება ყველა საჭადრაკო სვლა და ტერმინი, დებიუტის გათამაშების წესები, დაბმა, ორმაგი მუქარა, გახსნილი და ორმაგი ქიში, საჭადრაკო ტურნირზე მოქცევის წესები, საჭადრაკო პარტიის ჩაწერა-კომენტარი და სხვა.
კლუბში მუშაობა მიმდინარეობს როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად. დავალებების შესრულებით ან/და უშუალოდ საჭადრაკო პარტიისას მითითებების მიცემით, დაშვებული შეცდომების ანალიზითა და გამოსწორების გზების ჩვენებით.
კლუბის მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ სკოლის შიდა ტურნირებში და განსაზღვრული პერიოდულობით სკოლის გარე ტურნირებშიც.