ტვინების ბრძოლა
17 მარტს, კერძო სკოლა ინტელექტში შედგა ტვინების ბრძოლის შიდა სასკოლო ეტაპი. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 12-მა გუნდმა, სამივე ასაკობრივი კატეგორიიდან. თითოეული მოსწავლე პასუხისმგებლობით მიუდგა საქმეს, რის შედეგადაც მივიღეთ ძალიან დაძაბული და თანაბარი ბრძოლა. ის გუნდები, რომლებმაც მიაღწიეს წარმატებას, უკვე ემზადებიან რეგიონული ასპარეზობისთვის.