გამოყენებითი ხელოვნების კლუბით სარგებლობა შეუძლიათ პირველიდან მეათე კლასის ჩათვლით, ხელოვნების ამ დარგით დაინტერესებულ ყველა მოსწავლეს.
კლუბის მიზანია ხელოვნების ამ დარგით დაინტერესებული მოსწავლეების უნარ-ჩვევების განვითარება. სასწავლო პროგრამა დაფუძნებულია პრაქტიკულ მეცადინეობებზე. მოსწავლეები გაიუმჯობესებენ სახვით და წარმოსახვით უნარებს, ჩაერთვებიან შემოქმედებით საქმიანობაში. როგორც წესი, ყოველი სემესტრის ბოლოს სკოლაში (და ზოგიერთ შემთხვევაში სკოლის გარეთ) გაიმართება გამოფენა, რომელზედაც წარმოდგენილი იქნება ხატვის კლუბის მოსწავლეების მიერ კლუბის მიმდინარეობისას შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც სხვადასხვა თემას უკავშირდება.
კლუბზე დასწრების აუცილებელი მოთხოვნაა მოსწავლეებს თან ჰქონდეთ ფურცლები A4, ფანქარი, საშლელი, ფერადი ფანქრები, პასტელები, წებო, მაკრატელი, აკვარელი/გუაში, ფერადი ფურცლები.