ბავშვთა დაცვის დღე
ბავშვები-ეს ხომ ყველაზე ძვირფასია რაც გაგვაჩნია! ამიტომ აუცილებელია მათზე ზრუნვა და შრომა იმისათვის, რომ მათი ცხოვრება იყოს რაც შეიძლება უკეთესი. დღევანდელ დღეს მთელს მსოფლიოში ცდილობენ დაეხმარონ გაჭირვებულ ოჯახებს, ავადმყოფ და მრავალშვილიანებს. ცდილობენ ცოტათი მაინც გაუუმჯობესონ მათ ცხოვრება. სხვადასხვა აქტივობებთან ერთად გაიმართა საქველმოქმედო აქცია, რომელშიც დიდი მონდომებით ჩაერთვნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. ბავშვთა დაცვის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს რომ მხიარული და ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს ყველა ბავშვს. ისღა დაგვრჩენია, ყველა ბავშვს მივულოცოთ ეს დღე და ბედნიერი მომავალი ვუსურვოთ!