Oxford-ის Headington Summer School-ში წარმატებით გაიარეს საზაფხულო კურსი ქეთათო ბოყოველმა და გიორგი კეკელიძემ.
📣📣📣კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება მოიპოვეს ინტელექტის მოსწავლეებმა
საზაფხულო არდადეგები
ინტელექტის მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება საზაფხულო არდადეგები საინტერესოდ, სასარგებლოდ და სასიამოვნოდ გაატარონ. სკოლას ესტუმრა „ახალგაზრდობა საქართველოს მომავლისთვის“ წარმომადგენელი თამარ შარაშენიძე, მან მოსწავლეებს გააცნო პროექტის შესახებ, რომელიც გულისხმობს საზაფხულო არდადეგების გარკვეული დროით ლონდონსა და ამერიკაში გატარებას.
Read Moreსამოქალაქო განათლების წრე
შპს კერძო სკოლა ინტელექტის
სამოქალაქო განათლების წრე ,,მოაზროვნეები“
ხელმძღვანელი: სალომე ხონელიძე
მათ ვისაც უყვარს სამოქალაქო განათლება, სურს სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, ან სურვილი აქვს საზოგადოებრივ აქტივობებში, მოქალაქეთა გამოკითხვებში მონაწილეობა მიიღოს – ოქტომბრის თვიდან, ყოველ ხუთშაბათს 15.00 საათიდან 16.00 საათამდე ჩატარდება მეცადინეობები.
საგანი: | სამოქალაქო განათლება |
სამიზნე ჯგუფი: | VIII-IX-X კლასი |
კურსის ხანგრძლივობა: | I სემესტრი |
გაკვეთილების ხანგრძლივობა: |
45წთ. |
განხორციელების სავარაუდო ვადები: |
ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი |
პროექტში ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა: |
15 |
წრის მუშაობის მთავარი მიზნებია:
სამოქალაქო განათლების წრის მიზანია სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, რათა ხელი შევუწყოთ მოზარდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მათ საზოგადოებრივად აქტიურ პიროვნებად ჩამოყალიბებას.
წრის სამუშაო პროგრამა:
- პიროვნება;
- რას ნიშნავს იყო სახელმწიფოს მოქალაქე;
- საქართველო და ტრადიციები;
- ცხოვრების ჯანსაღი წესი;
- ჩემი სკოლის კონსტიტუცია;
- შრომითი უფლებები;
- დაყოფა ორ ჯგუფად და ანალიზი განვლილი თემების;
- ჩვენი წარსული;
- ტოლერანტობა;
- მოქალაქე;
- მოქალაქეთა გამოკითხვა-„როგორ ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე“;
- შემაჯამებელი შხვედრა.
შეხვედრების განრიგი:
2018წ. ოქტომბერი
4/X: 11/X: 18/X: 25/X:
ნოემბერი
1/XI: 8/XI: 15/XI 29/XI
დეკემბერი
6/XII 13/XII 20/XII 27/XII
რესურსი:
თვალსაჩინოება ,სახელმძღვანელო, კომპიუტერი-ინტერნეტი,გასვლითი შეხვედრები,მოსწავლეთა ჩართულობით შექმნილი რესურსი
ლიტერატურა:
1.სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელო
2.საქართველოს კონსტიტუცია.
3.ბავშვთა უფლებათა დეკლარაცია
Read Moreსაინტერესო სიახლე ამჯერად მშობლებისთვის
საკმაოდ საინტერესო სიახლე ამჯერად არა მოსწავლეებისთვის არამედ მშობლებისთვის.
სკოლა ინტელექტის ახალი წამოწყება მშობელთა კლუბი, რომელსაც გაუძღვება ფსიქოლოგი სოფი მოსიაშვილი. ეს პრაქტიკა საქართველოში საკმაოდ ახალია, სწორედ ამიტომ პირველი თვის შეხვედრები გაიმართება უფასოდ, სადაც მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ შემდეგ საკითხებს:
- ემოციური ინტელექტის განვითარება
- სტრესის მართვა
- ბავშვის ასაკოკროვი თავისებურებები
- ბავშვის სტიმულირებ და შინაგანი
- რესურსების გამოყენებ
- ბულინგი
- უჩვეულო ხასიათები
- თვითშეფასება და საკუთარი თავის რწმენა
- როგორ ვმართოთ ბავშვის ქცევა
- ფიზიკური და ფსიქოლოგიური
- ძალადობა
- უპირობო პოზიტიური მიღება და სხვა..
აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ მშობლებს ადანაშაულებენ მაგრამ არ ასწავლიან! ამიტომ თქვენ გეძლევათ საშუალება მოახდინოთ პრობლემის იდენთიფიკაცია,ისწავლოთ და დაეხმაროთ თქვენს შვილებს სწორად განვითარებაში! ის იმსახურებს იყოს განსაკუთრებული.
- შეხვედრები ჩატარდება შაბათ დღეს 16:00 საათზე;
- ჯგუფში ჩასაწერად დაგვიკავშირდით 598-94-21-22;
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია
Read More