ინტელექტის მოსწავლეები St. Mary’s School Ascot-ში.
სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს ორკვირიანი საზაფხულო სკოლა დიდ ბრიტანეთში, St. Mary’s School Ascot-ში.
ამ ინტენსიური პროგრამის განმავლობაში, მათ:
მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს ინგლისური ენის ცოდნა
გაეცნენ ბრიტანულ კულტურას და ტრადიციებს
დაამყარეს ახალი მეგობრობები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ თანატოლებთან
განივითარეს დამოუკიდებლად ცხოვრებისა და კომუნიკაციის უნარები
მოსწავლეების თავდადებული შრომისა და ენთუზიაზმის წყალობით, ყველა მათგანმა მიიღო კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას! დარწმუნებული ვართ, რომ ეს გამოცდილება დიდ წვლილს შეიტანს მათ აკადემიურ და პიროვნულ განვითარებაში.
მადლობას ვუხდით მშობლებს მხარდაჭერისთვის და St. Mary’s School Ascot-ს შესანიშნავი პროგრამის ორგანიზებისთვის. ველით მომავალ წარმატებებს და ახალ შესაძლებლობებს ჩვენი მოსწავლეებისთვის!
🔔 კერძო სკოლა “ინტელექტის” მეთორმეტე კლასელებისათვის ბოლო ზარი დაირეკა!
🔔 კერძო სკოლა “ინტელექტის” მეთორმეტე კლასელებისათვის ბოლო ზარი დაირეკა!
🎓 თითოეულ მოსწავლეს წარმატებასა და წინსვლას ვუსურვებთ ცხოვრების ყველა ეტაპზე!
💙 მადლობას გიხდით ერთგულებისთვის, გვიყვარხართ!
ღია კარის დღე ინტელექტში
💙🎉 დღეს “ინტელექტში” მომავალ პირველკლასელებს ვუმასპინძლეთ!
😊 ერთმანეთი გავიცანით, დავმეგობრდით, ვითამაშეთ, დავხატეთ და ბევრი ვიმხიარულეთ
✨ ძალიან გვიხარია, რომ ეს უნიჭიერესი ბავშვები მალე ჩვენი სკოლის მოსწავლეები გახდებიან
გამოფენა-გაყიდვა
📿🧵 “ინტელექტში” ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, უკვე ტრადიციად ქცეული
გაიმართა!
🎤💃 მოსწავლეებმა თავიანთი ხელით დამზადებული ნივთები წარმოადგინეს, გამოფენის დაწყებამდე კი მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით გაგვამხიარულეს
💙 კერძო სკოლა “ინტელექტის” სახელით, ყველა ბავშვს გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს! გისურვებთ ლაღ, ბედნიერ და უზრნუველ ბავშვობას!
მარათონი 2024
🏃 ლისის ტბაზე, ტრადიციულად, “ინტელექტის” მარათონი გავმართეთ!
⚽️ შედგა ფეხბურთის მატჩიც, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობას მასწავლებლებიც იღებდნენ. გამარჯვებულის თასი კი მე-9 კლასის გუნდს გადაეცა
🏆 მარათონში პირველ ადგილს უკვე ზედიზედ მეორედ, დემეტრე დეკანოიძე დაეუფლა
☔️💙 ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა და როგორც ხედავთ, ამ მიზნისკენ სწრაფვაში წვიმიანი ამინდიც კი ვერ გვაბრკოლებს!
ინტელექტელები დიდ ბრიტანეთში
გრძელდება ტრადიციად ქცეული საზაფხულო სკოლა დიდ ბრიტანეთში. 🇬🇧🇬🇪
ჩვენი მოსწავლეები იმყოფებიან ქალაქ ლონდონის მახლობლად St.Mary’s school Ascot-ში. 🏫📚
მათ შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ორკვირიანი საზაფხულო კურსი,რათა აიმაღლონ ინგლისური ენის ცოდნის დონე✅
მათ ასევე მოინახულეს ინგლისის ღირსშესანიშნაობები:Portsmouth&HMS, London Natural History Museum, Harrods, Victoria &Albert Museum, Oxford.
ილია ჭავჭავაძის ცხოვრება
🎩✍️ მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიებიდან თავი პირდაპირ
და მოღვაწეობის ხანაში ამოვყავით
🎭 მოსწავლეებმა ჩვენ თვალწინ გააცოცხლეს ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟები და დიდი მწერლის შესახებ, მნიშვნელოვანი ბიოგრაფიული ცნობებიც გაგვიზიარეს
💙 დიდი სიხარულით და ბედნიერი მოგონებებით ვაცილებთ ჩვენს უსაყვარლეს მოსწავლეებს სწავლის ახალ ეტაპზე!
▪️მასწავლებელი: სალომე კბილაშვილი,ნანუკა გაფრინდაშვილი.
▪️მუსიკალური ხელმძღვანელი: ნატალია მაღლაფერიძე.
,,სათაგური”
✨ მე-4 კლასის გამოსაშვებმა ღონისძიებამ საინტერესოდ და მხიარულად ჩაიარა!
🎭 ჩვენმა ნიჭიერმა მოსწავლეებმა შესანიშნავად ითამაშეს სპექტაკლი ,,სათაგური” და მაყურებელს დიდი სიამოვნება მიანიჭეს
🥰 სიყვარულითა და ბედნიერი ემოციებით აღსავსე იყო დასკვნითი ღონისძიებაც. მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთმანეთს სამახსოვრო წარწერები და კეთილი სურვილები გაუცვალეს
💙 წარმატებები ცხოვრების ახალ ეტაპზე!
▪️პედაგოგები: ნინო ვანიშვილი; ეკა ზარანდია
▪️დამდგმელი რეჟისორი – ოთარ ნასრაშვილი.
ბავშვთა დაცვის დღე
ბავშვები-ეს ხომ ყველაზე ძვირფასია რაც გაგვაჩნია! ამიტომ აუცილებელია მათზე ზრუნვა და შრომა იმისათვის, რომ მათი ცხოვრება იყოს რაც შეიძლება უკეთესი. დღევანდელ დღეს მთელს მსოფლიოში ცდილობენ დაეხმარონ გაჭირვებულ ოჯახებს, ავადმყოფ და მრავალშვილიანებს. ცდილობენ ცოტათი მაინც გაუუმჯობესონ მათ ცხოვრება. სხვადასხვა აქტივობებთან ერთად გაიმართა საქველმოქმედო აქცია, რომელშიც დიდი მონდომებით ჩაერთვნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. ბავშვთა დაცვის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს რომ მხიარული და ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს ყველა ბავშვს. ისღა დაგვრჩენია, ყველა ბავშვს მივულოცოთ ეს დღე და ბედნიერი მომავალი ვუსურვოთ!
Read More